უკან
3/3/2024

ანაფილაქსია

ალერგიის ყველაზე მწვავედ გამოხატული ფორმა არის ანაფილაქსია.

იგი პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში გართულებაა.

ანაფილაქსიის ძირითადი გამომწვევი ფაქტორებია: 

სამკურნალწამლო  ვაქცინები და კვებითი წარმოშობის ალერგენები. ანაფილაქსიური რეაქცია ასევე შეიძლება გამოვლინდეს მწერის ნაკბენზე. თუმცა 20% შემთხვევაში გამომწვევი იდიოპათიურია

ანაფილაქსიური რეაქციის კამოვლინება:

ანაფილაქსიური რეაქცია ხასიათდება კლინიკური გამოვლინებების მრავალფეროვნებით,თუმცა საყურადღებოა : ურტიკარია, ანგიოედემა , ერითემა,ქავილი ცრემლდენა,  ხველა, სუნთქვის გაძნელება( ბრონქოსპაზმი ) , ღებინება,მუცლის ტკივილი, განსაკუთრებით (კვებითი ალერგიების დროს.)

დიაგნოსტიკისთვის ანამნეზს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის სინჯებს და სისხლში იმუნოგლობულინ ( IgE ) კვლევას.

ანაფილაქსიური რეაქციის შესაძლო გართულებები:

ფილტვების მწვავე შეშუპებით,მთელს ორგანიზმში სისხლძარღვების გამავლობის გაზრდის შედეგად განვითარებული ჰიპოტენზიით, კარიალური არითმიითა და სინკოპეთი .


ანაფილაქსიური რეაქციის მკურნალობა:

  დამოკიდებულია სიმძიმის ხარისხზე. მძიმე ანაფილაქსია მოითხოვს გადაუდებელ დახმარებას,რომელიც მიმართული უნდა იყოს სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისკენ და პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლებული მედიატორების განეიტრალებისკენ. ამ დროს არჩევის პრეპარატი არის ეპინეფრინი 1:1000ზე განზავებით . ინექცია ყველაზე ეფექტურია თეძოს წინა გვერდით პროექციაში,რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს კუნთში .


მსუბუქ შემთხვევებში შეიძლება გამოყენებული იქნას ჰისტამინის ანტაგონისტები ციმეტიდინი და კორტიკოსტეროიდები ( მეთილპრედნიზოლონი ან პრედნიზოლონი) .

ასევე ეფექტურია ინტრავენური ინფუზია რომელიც დაეხმარება ორგანიზმს მარტივად დაძლიოს სახვადასხვა ფაქტორით გამოწვეული ალერგიული რექციები.

ჯეო მედი გთავაზობთ ინტრა ვენურ ინფუზიას იგივე (გადასხმას) ბინაზე გამოზახებით. 24/7

ჯეო მედი გისურვებთ ჯანმრთელობას.


გაზიარება

უახლესი

10/20/2024

ფიზიკური თერაპია ( ფიზიო თერაპია) ბინაზე გამოძახებით

ფიზიკური თერაპია ბინაზე გამოძახებით ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც მიზნად ისახავს სხეული...

მეტის წაკითხვა
10/20/2024

ოკუპაციური თერაპია ბინაზე გამოძახებით

ოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური ...

მეტის წაკითხვა

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2023